„მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა მან.
ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენიმე წუთის წინ ისევ გამოიყენა. ამ ეტაპზე ცესკოსთან ვითარება განმუხტულია. აქციის მონაწილეები აწვებოდნენ სპეცრაზმის ცოცხალ ჯაჭვს, რის შემდეგაც პოლიციამ ჭავლი გამოიყენა.
პოლიციამ წყლის ჭავლი თავდაპირველად მაშინ გამოიყენა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან მონაწილეთა მხოლოდ ნაწილი იყო მისული.