დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ჯაფარიძე და სხვა დაკავებულები - „ლელო“

პუბლიკა

პარტია „ლელო“ ზურაბ ჯაფარიძისა და გუშინ დაკავებული სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ასავე, პარტია მიმართავს არასმთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და პოლიტიკურ ჯგუფებს გააერთიანონ ძალები, მოხდეს იმ 78 დეპუტატის მხილება, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს.

„ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, დაარღვია კონსტიტიციის 78-ე მუხლი, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია.

„ქართულ ოცნება“ სურდა კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, სწრაფად ეყარა კენჭი და ამით გაანეიტრალებინა პროტესტი.

მოხდა პირიქით. გვინდა ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ამ ბრძოლას ჰქვია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა.

საზოგადოებაში, ახალგაზრდებში ბრაზი ძალიან დიდია. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლისსაქართველოს ისტორიულ არჩევანს.

შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხარს ვუჭერთ საზოგადოების მოთხოვნას, მმართველმაუმრავლესობამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკანპირველი მოსმენით მიღებული კანონი, “- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.