დავაკავეთ 2 პირი, რომლებმაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.

„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.