დავაკავეთ ტაქსის მძღოლი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მანქანაში ჩაკეტა და 500 ლარს სთხოვდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ტაქსის მძღოლი ორი უცხოეთის მოქალაქის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.-სთან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა.

ტაქსის მძღოლმა მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს“, – ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.