„დავდგებით ხატებით, ჯვრებით ხელში“ - მმკ ფილმის ჩვენების შესახებ

პუბლიკა

ჩვენ ხვალ, ზედ და მაზეგ, ყველა იმ კინოთეატრთან, სადაც აპირებენ, რომ გაუშვან ეს ფილმი, დავდგებით ხატებით, ჯვრებით ხელში, – ამის შესახებ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა განაცხადეს.

„ამითი ვამხელთ არა მხოლოდ მათ, ვინც ორგანიზება გაუწიეს ამ ფილმის ჩვენებას, არამედ იმათაც, ვინც დაიცავს, როგორც თავად ამბობენ,  მათი გამოხატვის თავისუფლებას”, – ამბობს დავით ისაკაძე.

მას შენიშვნები აქვს ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებითაც:

„მე ვნახე ინტერვიუ საპარტულო პოლიციის უფროსთან, რომელიც რიხიანად ამბობს, რომ დაიცავდა გამოხატვის თავისუფლებას. რისი გამოხატვის თავისუფლებას იცავ ადამიანო?! გარყვნილების?!… ჯობია იმ თანამდებობაზე უარი თქვა და წახვიდე, ვიდრე ისინი დაიცვა, ვინც შენს ერსა და შვილებს რყვნიან”, – ამბობს დავით ისაკაძე.

„პუბლიკა” ემიჯდება ჰომოფობიურ განცხადებებს.