დავიღალე თქვენი ბულინგით, თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის სიტყვებს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინტეპრეტაცია მოჰყვა და მას არ უგულისხმია ის, როგორც გავრცელდა მედიაში.

„დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრომოძალადე ძალიან სასაცილოა, რომ არ იყოს სატირალი.

თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. თუ ვერ გაიგეთ, ძალიან ცუდია. მე რაც ვიგულისხმე, არის, რომ ერთი ერთზე არის ყველაფერი. არ  მითქვამს ერთი ერთზე ძალადობა კარგია თუ რაღაც… არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა ერთი ერთზე. ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი – ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ არ იცით … არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში, არამედ არის აღიარებაში, ვაჟკაცობა არის მონანიებაში. მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.