„მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ საზოგადოება გამოძიებას პროკურატურას მიანდობს. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი..“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ვიზიტისას.

პრეზიდენტის კომენტარს ადგილობრივი მედია livepress ავრცელებს.