„დავთესეთ სამედიცინო კანაფი" - „გირჩი - მეტი თავისუფლება"

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები ამბობენ, რომ სამედიცინო კანაფი დათესეს.

მათი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, CBD-ისთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს ლეგალური.

„პროექტი გვაქვს, რომლის მიზანიც არის CBD-ის (კანაბიდიონი, რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი) მთელი ციკლის ლეგალიზება – დათესვა, კულტივირება, გაზრდა, ზეთის გამოხდა, სხვადასხვა პროდუქტის დამზადება, იმპორტიც, ექსპორტიც და სხვა.

ამ თესლიდან, რომელიც მე ახლა მიჭირავს ხელში, რა მცენარეც გაიზრდება, არ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებას. პრაქტიკულად, საერთოდ არ შეიცავს THC-ის და რასაც შეიცავს, მას შეიძლება მხოლოდ სამედინიცო დანიშნულება ჰქონდეს. არაა ფსიქოაქტიური, არანაირი დამოკიდებულება, არანაირი სიამოვნების მომტანი ეფექტი – ასეთი რაღაცები არ აქვს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.