დავუდასტურე EU-ს ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ - მიშელი ზურაბიშვილს შეხვდა

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ, ასევე მივესალმე მის როლს საქართველოს ხალხის მისწრაფებების წინსვლაში.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან გაშვებული არ უნდა იყოს.

რეფორმებზე პროგრესი გადამწვეტია“, – წერს მიშელი.