დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე - თალაკვაძე

პუბლიკა

დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაზეს უსმენენ. თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტთან ერთად პარლამენტი მუშაობს სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც შექმნის  სტუდენტობის პერიოდში სოციალური უფლებების და ბენეფიტების, სტაჟირების და დასაქმების ახალ მექანიზმებს და ახალ შესაძლებლობებს. ამ პროცესში გვსურს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და პაკეტის შემუშავება მათი ჩართულობით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile