დაზიანებული სახურავები, დატბორილი ქუჩები და ეზოები - ქობულეთში ზარალს ითვლიან

პუბლიკა

ძლიერი ნალექის შედეგად ქობულეთის ტერიტორიაზე დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, სახლები და ეზოები. ქობულეთის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ძლიერ ნალექს სატუმბი სადგურები ვერ გაუმკლავდნენ. სოფლებში ხალა, ბობოყვათი, კვირიკე, ლეღვა განვითარდა მწყრული პროცესები.

„კრიტიკულ ზღვარზე არის მდინარე აჭყვა. მუშაობს სრული დატვირთვით ყველა გადამქაჩი სადგური და სანიაღვრე სისტემა…

ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა.
მერიის სამსახურები, პოლიციის ქვედანაყოფები ასევე სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტთან ერთად სრული დავტვირთვით მუშაობენ, იმისათვის რომ მაქსიმალურად აღმოფხვრან ზიანი და მოსახლეობას არ შეექმნას რაიმე სახის საფრთხე“, – აცხადებს ქობულეთის მერია.

მერიის ცნობით, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, მიმდინარეობს იდენთიფიცირება ყველა იმ ოჯახის, რომელმაც განიცადა აღნიშნული სახის ზიანი სტიქიის განვითარების შედეგად.