დეგნანი: ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა უნდა კანონების მიღება

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მომდევნო ექვსი თვე რეფორმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და აშშ მზად არის, საქართველოს ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს.

ელჩი ამბობს, რომ როცა მთავრობას სურს, შეუძლია, რომ სწრაფად შეცვალოს/მიიღოს კანონმდებლობა. მან ერთ-ერთ  მაგალითად ინსპექტორის ოფისის გაუქმება მოიყვანა.

„ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა უნდა კანონების მიღება. ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერს დაჩქარებულ ახალ კანონში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი გაუქმდა. ასევე, ახლახან ვნახეთ მოსმენების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღება. შესაბამისად, ვიცით, რომ მთავრობას ნამდვილად შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა მას ეს სურს.

ქართველ ხალხს აქვს სურვილი ამ რეფორმების, რათა მალე მიიღონ ევროკავშირის სტატუსი. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, დაეხმაროს ნებისმიერი კუთხით ამ პროცესში. შემდეგი ექვსი თვე იქნება მნიშვნელოვანი, რომ დაიწყოს ეს პროცესი და არ არის დასაკარგი დრო. მე ვფიქრობ, რომ ბევრი დაინტერესებული მხარეა, საზოგადოება, სამოქალაქო ორგანიზაციები, ოპოზიცია და მთავრობის ზოგიერთი წევრი, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ რეკომენდაციებზე მუშაობა. ყველას სურს, რომ ნახოს დადებითი შეფასება საქართველოზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.