დეგნანი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სახდეპის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია გადამოწმებულია

პუბლიკა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები მოხვედრილი საკითხები მრავალჯერ გადამოწმებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 მარტს,  2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

„აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში აკეთებს. ისინი პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ვამოწმებთ და ხელახლა ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდოა.

ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, ასევე ხშირად იმ სფეროებსაც, სადაც რეალურად პროგრესი იქნა მიღწეული, “- თქვა მან.

21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში „ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მკერ მიწოდებულ უსამართლო და სუბიექტურ დასკვნებს” ეყრდნობა.