დეგნანი კობახიძეზე: ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო

პუბლიკა

აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

გუშინ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბანკ Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხება კითხვებს აჩენს და არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება „კოორდინაციის შედეგი“ იყოს, რომ ეს პოლიტიკური შანტაჟია და მსგავსი კოორდინაციის მიზანი საქართველოს ომში ჩართვა შეიძლება იყოს.

კერი დეგნანის შეფასებით, კომენტარი, რომელსაც საფუძველი არ აქვს საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.

„კერძო ბანკია და არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება „კრედიტ სუისის“ შიგნით. მე მივიჩნევ, რომ ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო და ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა.

ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, მთავრდება დაბნეულობით და საბოლოოდ, ხალხის დაყოფით. ეს იმ დროს, როდესაც ქართველები უნდა გაერთიანდნენ და არა დაიყონ. ეს ერთიანობის დროა. მეც დაბნეული ვიყავი, თუ რაზე იყო ეს კომენტარი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მმართველი პარტიის წევრებმა დღეს განმარტეს, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანების ფაქტი აშშ-სთან არავის დაუკავშირებია და ეს ოპოზიციის მცდელობა იყო.

„ჯერ ერთი, ამერიკა არავის უხსენებია და, შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია, და როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“, – ამბობს კობახიძე.