დეგნანი: საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას

პუბლიკა

„გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მისაღებია სრულად, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კითხვას ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს.

„საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა.

სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი ღიაა და “რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე.”