დეკანოიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე მისდით შეტყობინებები ვიზების გაუქმებაზე

პუბლიკა

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ოჯახის წევრებს ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით შეტყობინებები მისდით. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ.

ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა „ქართული ოცნებიდან“ ყველა იმ ადამიანს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ასევე, უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას”, – ამბობს ის.