„ცოტა დელიკატური თემაა” – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი, ირაკლი კობახიძეზე ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ რაიმე კუთხით პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს არასამთავრობო ორგანიზაცა „სამართლიანი არჩევნების“ ან ორგანიზაციის თავმჯდომარის მიმართ.
„ცოტა დელიკატური თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას და კიდევ უფრო დელიკატურია თემაა იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს,რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფული და ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი. აქედან გამომდინარე, თემა დელიკატურია. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მასეთი სისხლის სამართლის გამოძიება უნდა ჩატარდეს მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
11 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ – 47.6%. სხვაობა 1.8%-ია.