დეპუტატი ლომჯარიას: რას აკეთებდით ამ პერიოდში გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად?

პუბლიკა

პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძის საქმეზე და მას დაბადების დღე მიულოცა. ბერაძემ ნინო ლომჯარიას ამ საკითხზე კითხვაც დაუსვა:

„მე მაქვს კითხვა თქვენთან – როგორ ფიქრობთ, რა არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისივე თქმით, ამ საქმის გამო კრიტიკასა და ქმედების გააქტიურებისკენ მოწოდებებსაც ისმენს. ბერაძემ ასევე აღნიშნა, რომ საკითხში საქართველოს პატრიარქის ჩართვა მისასალმებელია.