დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი ადამიანი არ იყო უსახლკარო – კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დეზერტირების ბაზარში ნაპოვნი გარდაცვლილი ადამიანის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, გარდაცვლილი არ იყო უსახლკარო.

„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით ცოტა ხნის წინ – დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ  სიცრუის, დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ, თურმე, გარდაცვალების მიზეზი იყო სხეულის გაყინვა, რადგან ეს ადამიანი იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ.

პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ გადაცვლილი პიროვნება არ ყოფილა უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მხრიდან მიღებული აქვს კონკრეტული ბინა, მისამართიც ვიცით, თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ. თავს შევიკავებ.

რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი პირველ რიგში დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკარო იყო თუ არა ადამიანი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.