დეზინფექციაზე უარს არ ვიტყვით - მიტროპოლიტი ანტონი

პუბლიკა

დიდი სიამოვნებით, ძალიან კარგი იქნება, ნამდვილად, ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით, არც ეპარქიაში. ძალიან მომეწონა, როდესაც ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა მიმართა ბატონ ამირან გამყრელიძეს – კორონავისურსთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში” ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა.

„ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით, თუკი ამის შესაძლებლობა არის. ჩვენ ახლა მთლად ისე არ ვართ, რომ… ის რაც ყოფით ცხოვრებაშია, ის პრევენციული ზომები აუცილებლად მისაღები არის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ [საუბარი] ზიარებაზე. ეკლესიას მისი ისტორიის მანძილზე არ ახსოვს რაიმე პრეცედენტი. ამაზე მეტი ყოფილა – შავი ჭირი, ქოლერა, რა არ ყოფილა, მაგრამ ერთი პრედედენტიც არ ახსოვს ეკლესიას, რომ ზიარებიდან ვინმე დაშავდა ან ვინმე გარდაიცვალა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

რაც შეეხება ზიარების წესს, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ თუ შეხედავს ამხელა საფრთხეს და თუ ჩათვლის, რომ ეს საფრთხე არის, ეკლესია რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას”.