“დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის“ გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკსორი გამარჯვებული ჰყავს.

6000 ლარი ჯილდო, თითომ 3 000, ორმა გუნდმა მიიღო.

გუნდები ჩაატარებენ გამოძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს: პირველად საქართველოში ტიტტოკზე, დეზინფორმაციის აქტორების/გზავნილების გამოძიებას და ახალგაზრდების, კონკრეტულად კი Gen Z-ის მიმართ, პოლარიზაციისა და პოლიტიკური მანიპულაციების თემის ანალიზს.

ბუთქემფი, რომელმაც სტარტი სექტემბრის თვეში აიღოშერჩევის ეტაპზე 200-მდე მსურველს აერთიანებდა.

გამარჯვებული გუნდები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბუთქემფი იყო უნიკალური შესაძლებლობა და გამოცდილება, მიეღოთ ინფორმაცია უახლესი თემების, ხელსაწყოებისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. 

ბუთქემფის თანაორგანიზატორი, ForSet-ის წარმომადგენელი ჯუბო ბერიძიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ბანაკმა მისცა, როგორც მონაწილეებს ასევე ქვეყანას

ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ჩვენ Zinc Network-თან ერთად შევძელით ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა, კვლევა და თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად მივიღეთ პროექტები სადაც მონაცემთა ანალიტიკოსები და ჟურნალისტები იყენებენ თანამედროვე ხელსაწყოებს და დროის უმოკლეს მონაკვეთში ამხელენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს – აცხადებს ბერიძიშვილი.

ბუთქემფის ორგანიზატორი Zinc Network- უკვე მეორე წელია აქტიურად მუშაობს, რომ გააერთიანოს დეზინფორმაციის თემებზე მომუშავე მხარეები და გაზარდოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტურობა

გამარჯვებული გუნდები და მათი თემები

პირველი გუნდითაობა Z: აღნიშნულმა გუნდმა IBEX-ის გამოყენებით – (ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებით, ახდენს სოციალურ მედიაში მონაცემთა კონსოლიდაციას, აანალიზებს ინფორმაციის ნაკადების ტენდენციებს და ავლენს სოციალურ მედიაში ქცევას.) გაანალიზამარტის თვეში (პროტესტი რუსულ კანონზე) დეზინფორმაციის ნაკადების გავრცელება სტუდენტებში და ამ დეზინფორმაციის გავრცელების შედეგად სტუდენტებში პოლარიზაციის ზრდა.

გუნდი აპირებს კვლევის გაგრძელებას სტუდენტებთან ბმაში, იმის გამოსავლენად თუ როგორ აისახება დეზინფორმაცია მათ ქცევაზე. 

მეორე გუნდიტიკტოკის გამოყენება დეზინფორმაციისთვის: ტიკტოკი ახალი და თანამედროვე მზარდი პლატფორმაა. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მისი მთავარი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. სულ უუფრო მეტად, ეს პლატფორმა ხდება უნიკალური ადგილი ახალგაზრდებამდე დეზინფორმაციის მისაწოდებლად. გუნდმა სწორედ ტიკტოკზე იკვლია ეს ნაკადები, აღმოაჩინა ანტიდასავლური აქტორები და ის თუ რა ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ ისინი ახალგაზრდებში. გუნდის გეგმაა გაგრძელდეს კვლევა ამავე მიმართულებით.

მესამე და მეოთხე გუნდები: ამ გუნდებმა დამატებით მიიღეს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებული ჯილდო ისეთ თემების საკვლევად როგორიცაადეზინფორმაციის გავლენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩინური დეზინფორმაცია საქართველოში.