ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორ თანამშრომელს ესროლეს და მოკლეს.
პოლიციის თქმით, მოკლულია ახალგაზრდა წყვილი, რომელიც მუზეუმში ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
მათივე განცხადებით, ინციდენტი მიზანმიმართული იყო.
ფაქტზე დააკავეს 30 წლის ელიას როდრიგეზი, რომელიც, პოლიციის თქმით, დაკავებისას ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას“.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მკვლელობა ანტისემიტიზმით იყო განპირობებული.
„ეს საშინელი მკვლელობები, აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული და ახლავე უნდა დასრულდეს! სიძულვილსა და რადიკალიზმს ადგილი არ აქვს აშშ-ში“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სროლის შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოების უსაფრთხოების დაცვა გაძლიერდება.