დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს - თურნავა ე.წ. კომენდანტის საათზე

პუბლიკა

„დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ე.წ. კომენდანტის საათზე განაცხადა. მას გადაადგილების შეზღუდვაზე შეკითხვა ტურისტების კონტექსტში დაუსვეს.

„ძალიან მიხარია, რომ უკვე პრობლემა არის არა ის, რომ ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ჩვენი ყველას ერთობლივი ძალისხმევით, ტურისტები უკვე ჩამოდიან და რა თქმა უნდა, მათ უნდათ, რომ უფრო მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში, რესტორნებს ეწვიონ, ქუჩაში გაისეირნონ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მცირეთაგანი იმ შეზღუდვებს შორის, რაც ჯერჯერობით დარჩა ჩვენს ხელთ. ამიტომ ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დგას დღის წესრიგში და მომავალში  მივუბრუნდებით ამ საკითხს”, – განაცხადა თურნავამ.