„დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული, ინფექციის გარეშე" – ლევან რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დორექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალიტებს განუცხადა, რომ დღეს მის კლინიკას კიდევ ერთი ორსული დატოვებს.

„დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული, ინფექციის გარეშე. დამატებითი კვლევების შედეგად ვიცით, რომ ჩვენს კლინიკაში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ანუ ჯამში 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას”.

როგორც ლევან რატიანი ამბობს, „რეანიმაციურ განყოფილებაში გვიწევს 9 პაციენტი. 78 პაციენტიდან 47-ში ფიქსირდება covid-ინფექციისგან გამოწვეული მწვავე პნევმონია და მწვავე სუნთქვის უკმარისობა”.