დღეს ჩვენი ქვეყანა ჩაბარებულია რუსეთს, დღეს ამ ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.

სამგორში მაჟორიტარ კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დასახელდა.

„რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს გაჭირვების, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მოქალაქეებს გასიგრძეგანებული აქვთ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებს მოსყიდულებს ეძახის, მაგრამ კადიროვზე ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ დააცდევინებ, მარტივი მიზეზის გამო – დღეს ჩვენი ქვეყანა ჩაბარებულია რუსეთს, დღეს ამ ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს, რომლის მთავარი ინტერესია თავად გამდიდრდეს და თავისი ჩინოვნიკები გაამდიდროს, რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, გვახსოვს, რომ გერმანიაში გაისტუმრა სამუშაოდ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.