„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი“,- მიმართავს საქართველოში აშშ-ის საელჩო LGBTQ+ საზოგადოებას.
„დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ Tbilisi Pride-ის კვირეული ქართული ქვიარფილმის ჩვენებით გაიხსნა. „სველი ქვიშა“ ასე ჰქვია ფილმს. ჩვენებას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.