დღეს ერთ სოფელში 400-მდე ადამიანის გამოკლვლევა გვსურდა, მაგრამ 115 მოვიდა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს ტესტირებაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დღეს 300-400 ადამიანს ელოდნენ ტესტირებაზე, თუმცა გაცილებით ნაკლები მივიდა.

„დღეს ჩვენგან 3 ბრიგადა იყი გაგზავნილი და დიდი იმედი გვქონდა, რომ ბევრი ადამიანი მოვიდოდა და ჩაიტარებდნენ ტესტირებას. ამაში მხარში ამოგვიდგა გუბერნატორიც, ბოლნისის მერიის აპარატიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა არ მოვიდა. 300-400 ადამიანი გვინდოდა გამოგვეკვლია და  ბოლო მონაცემებით მოსული იყო, 110-115 ადამიანი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ სოფლის მოსახლეობას, რომ უნდა ვიცოდეთ რეალურად მდგომარეობა სოფელში, რომ სწრაფად დავამთავროთ და გავანულოთ ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.