დღეს გარდაცვლილი პაციენტი იყო 71 წლის, ბევრი თანმხლები დაავადებით - ტურძელაძე

პუბლიკა

დღეს გარდაცვლილი პაციენტი იყო 71 წლის და ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტი ინტერპრესნიუსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ უთხრა.

მისი თქმით,  გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა – „არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“.

ტურძელაძე ამბობს, რომ  პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის (სოცქსელებში გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია), თუმცა ისიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო.