დღეს, გიორგი ვაშაძესთან დებატებში მამუკა მდინარაძე მიიღებს მონაწილეობას

პუბლიკა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიღებს. „პუბლიკას“ ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დებატებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოიწვიეს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ლოტოტრონის პრინციპით შერჩევის საფუძველზე „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დებატები, კიდევ 2 პარტიასთან ერთად, დღეს, 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.