დღეს ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე,10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა - უკრაინის შსს

პუბლიკა

ხარკოვში დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა და, დაახლოებით, 35 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯერ კიდევ გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა.

ხარკოვის რაიონული ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიში რუსულმა არმიამ დღეს მიიტანა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს რუსეთი რამდენიმე დღეა, პერიოდულად ბომბავს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვში იმ ადგილებში, რომლებზეც რუსებმა მიიტანეს იერიში, არც ერთი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა და რუსულმა არმიამ მიზანში სპეციალურად ამოიღო მშვიდობიანი მოქალაქეები.