დღეს პოლიცია პარლამენტთან NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს თავს დაესხა — როგორც გამოცემა წერს, მოვალეობის შესრულების დროს მას თავში ძლიერად ჩაარტყეს და ძირს დააგდეს. მათი ცნობით, ვანცენტ ხაბეიშვილი გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.
პოლიციამ იძალადა ასევე „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორზე, ნათია ლევერაშვილზე. იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზეც, როცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პოლიციამ შესასვლელის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
დააკავეს, სავარაუდოდ, 2 ადამიანი. ვინ არიან დაკავებულები ან რომელი მუხლის საფუძველზე — „პუბლიკა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.