დღეს რუსთაველის ტერიტორიაზე 5500 მოქალაქე იყო - შსს

პუბლიკა

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დღეს აქციაზე 5500 ადამიანი იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის ჩატარება უზრუნველყო. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, რუსთაველის ტერიტორიაზე 5500 მოქალაქე იყო; ასევე რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იყო 50-მდე მოქალაქე“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენა. სწორედ ამ მოთხოვნით დღეს პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს. შენობის შესასვლელებს ბოქლომი დაადეს და განაცხადეს, რომ ბლოკირება 24-საათიანი იქნება და მოქალაქეები, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ, პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile