დღეს საღამოდან ხვალ დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილს, გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.