შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პუბლიკა

დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ამერიკის საელჩოს განცხადებაზე.

ამერიკის საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა.