დიახ [გავღარიბდი] და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, რადგან ვემსახურები ამ ქვეყანას - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ქონებრივი დეკლარაციის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეივსო და გახარიას საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდე თანხა ფიქსირდება. ჟურნალისტმა ახლანდელი დეკლარაციის მონაცემი 2015 წელს შევსებულს შეადარა და პრემიერს ჰკითხა, სად „გაქრა მისი ქონება”.

„ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებული არის დეტალურად. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში როცა მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ახლა რა გინდათ, მე გითხრათ, წინა ცხოვრებაში შემოსავალი რამდენი მქონდა?”, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა ის 2015 წლის შემდეგ, პრემიერმა უპასუხა  – „დიახ და ამისთვის მე ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 30 მაისს არის შევრებული, პრემიერის სახელფასო ანგარიშზე 99.41 ლარია;