დიდ დიღომში 31 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ დიდ დიღომში 31 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.