დიდ დიღომში კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

დიდი დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი კლინიკაში გარიდაცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადყოფოში.

1 სექტემბერს, დილით, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის ჩვილი.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240​-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც  ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.