დიდ დიღომში, სადაც მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს, ტერიტორიას ღობავენ

პუბლიკა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, სადაც მოსახლეობა სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას მოითხოვს, პოლიცია და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. მოსახლეობის თქმით, მიმდინარეობს ტერიტორიის შემოღობვა.

მათი თქმით, დ. თავდადებულის #14 ნომერთან არსებული სარეკრეაციო სივრცე ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა და აქ დახურული ტიპის სტადიონის აშენება იგეგმება.

მოსახლეობა ამბობს, რომ სტადიონის და საწვრთნელი ბაზის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ არსებობს ბევრი არგუმენტირებული მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის განხორციელება ამ კონკრეტულ ადგილზე დაუშვებელია.

ისინი მერიას სთხოვენ, შეუნარჩუნონ მწვანე სივრცე და ფეხბურთის ფედერაციას სტადიონის ასაშენებლად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზოს.