გუშინ, გვიან ღამით დიდ დიღომში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის გაძარცვა სცადეს.
დეკანოზ დავით შაქარაშვილის ინფორმაციით, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ დამნაშავეები ადგილიდან გაიქცნენ.
„ტაძარში ხატები წაქცეულია. ანალოგიაა დამსხვრეული. დიდი ქვით იყო ფანჯარა ჩამტვრეული, საეკლესიო ინვენტარი საკურთხეველში მიყრილ-მოყრილი”, – აცხადებს დეკანოზი ჟურნალისტებთან საუბარში.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.