დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

პუბლიკა

დიდ ბრიტანეთში პრემიერობისთვის ბრძოლაში რიში სუნაკის ერთადერთმა კონკურენტმა პენი მორდონტმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და მხარი სუნაკს დაუჭირა. მორდონტმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ რიში სუნაკის გარშემო გაერთიანდნენ.

იმის გამო, რომ რიში სუნაკს პრემიერობისთვის ბრძოლაში სხვა კონკურენტი არ ჰყავდა, ის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

რიში სუნაკი ბორის ჯონსონის მთავრობაში კანცლერის პოსტს იკავებდა და ქვეყნის ფინანსებს მართავდა. ჯონსონის გარშემო აგორებული სკანდალების შემდეგ მან თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი პრემიერობისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

რიში სუნაკი ჯონსონის წასვლის შემდეგაც მიიჩნეოდა პრემიერობის ფავორიტ კანდიდატად, კამპანიის დასაწყისში მას თემთა პალატაში კონსერვატორების ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა საბოლოოდ რიში სუნაკი ლიზ ტრასთან ბრძოლაში დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა ხანმოკლე პრემიერობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რიში სუნაკმა თავისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ წამოაყენა და ამჯერადაც კონსერვატორების დიდი მხარდაჭერა მიიღო.