დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რედინგში მომხდარ თავდასხმაში დაკავებულის ვინაობა დაადგინა - BBC

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რედინგში მომხდარ თავდასხმაში დაკავებულის ვინაობა დაადგინა. როგორც BBC წერს, 25 წლის ხაირი საადალა რედინგში გუშინ მოქალაქეებს დანით დაესხა თავს. თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრა. დაჭრილი მოქალაქეებიდან საავადმყოფოდან 2 უკვე გაწერეს.

საადალა პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. მათი განცხადებით, თავდასხმაში სხვა ეჭვმიტანილები არ არიან. თუმცა, გამოძიება, რომელიც თავდაპირველად მკვლელობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი გამოძიებაში ანტიტერორისტული სამსახურიც ჩაერთო.