„დიდი შეტევის“ მიუხედავად რუსეთი წინსვლას მხოლოდ მეტრებით ახერხებს - უოლასი

პუბლიკა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოსაზრება, რუსეთი ომის ერთი წლისთავზე მაშინდელის მსგავს მასშტაბურ იერიშს წამოიწყებდა, მათ ამისი მტკიცებულება არ აქვთ.

ბენ უოლასის თქმით, ამჟამად რუსულ არმიას, ძირითადად, უკრაინელთა ფრონტის ხაზზე მიაქვთ იერიშები და ფრონტის გარღვევას მობილიზებულ სამხედროებს შორის დიდი დანაკარგის მიუხედავად ცდილობს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

„ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია რუსული მასშტაბური იერიშის შესახებ. ჩვენ ახლა მხოლოდ ვხედავთ მცირე წინსვლას ათასობით დაღუპული სამხედროს ხარჯზე“, – თქვა უოლასმა.

ასევე უოლასის თქმით, რუსეთი კვლავინდებურად „საზარბაზნე ხორცის“ ტაქტიკით იბრძვის, სასიკვდილოდ წირავს უამრავ სამხედროს და ყველაფრის ხარჯზე ცდილობს იერიშების გაგრძელებას. თუმცა მისი თქმით, რუსეთი ამ „დიდი შეტევის“ მიუხედავად წინსვლას მხოლოდ „მეტრებით ახერხებს და არა კილომეტრებით“.

უოლასმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა და დასძინა, რომ ახლა დასავლეთი ისე მოტირივრებულია უკრაინელთა დასახმარებლად, როგორც არასდროს.