დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი 24 საათზე მეტხანს არ ექნება

პუბლიკა

დიდუბეში 5681 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. „თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გათიშვა არაგეგმურია.

გაზის მიწოდება შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის ნაწილს, ასევე საგურამოს, მურმან ლებანიძის, თევდორე მღვდლის, იამანიძის, ვახუშტი ბაგრატიონის, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, ფოთის და სხვა ქუჩების მოსახლეობას.

ბუნებრივი აირი დღეს, დაახლოებით, 14:30 საათიდან გაითიშა და „თბილისი ენერჯის“ ცნობით, მისი მიწოდება ხვალ, 18 იანვარს, 19 საათამდე აღდგება.