„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, დიღმის მასივში დალუქეს ის ბინა, რომლიდანაც დღეს დილიდან 8-სულიანი ოჯახის გამოსახლება დაიწყო.
ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ავადმყოფი დედა სააღსრულებომ სადარბაზოში დატოვა და მისი საწოლი ბინიდან გამოიტანა. ახლა ოჯახის რამდენიმე წევრი მეზობლის სახლში იმყოფება.
„გამოცვალეს საკეტი და კარი ჩაკეტეს… ჯერჯერობით ვართ მეზობლებლთან“, – ამბობს ის.
ადგილზე დილიდან არის შეკრებილი მოსახლეობა – მეზობლები და ოჯახის ახლობლები, რომლებიც პროცესს წინააღმდეგობას უწევდნენ. იქ ასევე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია.
როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ილო სეხნიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. მასთან ერთად ცხოვრობს, ასევე, დედა და 2 და.