დიღმის მასივში ის ბინა დალუქეს, რომლიდანაც 8-სულიანი ოჯახი გამოასახლეს

ნათია ამირანაშვილი

„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, დიღმის მასივში დალუქეს ის ბინა, რომლიდანაც დღეს დილიდან 8-სულიანი ოჯახის გამოსახლება დაიწყო.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ავადმყოფი დედა სააღსრულებომ სადარბაზოში დატოვა და მისი საწოლი ბინიდან გამოიტანა. ახლა ოჯახის რამდენიმე წევრი მეზობლის სახლში იმყოფება.

„გამოცვალეს საკეტი და კარი ჩაკეტეს… ჯერჯერობით ვართ მეზობლებლთან“, – ამბობს ის.

ადგილზე დილიდან არის შეკრებილი მოსახლეობა – მეზობლები და ოჯახის ახლობლები, რომლებიც პროცესს წინააღმდეგობას უწევდნენ. იქ ასევე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია.

როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ილო სეხნიაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. მასთან ერთად ცხოვრობს, ასევე, დედა და 2 და.