დიმიტრი ხუნდაძეს დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატებით დაკომპლეტებული ანტიდასავლური მოძრაობის ერთერთ ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძეს საკუთარი თანამებრძოლი დავით კაჭარავა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ჰგონია.

„ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
გილოცავთ და ვულოცავ რაგბის ეროვნულ ნაკრებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
ვულოცავ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს დავით კაჭარავას ამ გამარჯვებას!“- დაწერა მან ფეისბუქზე.

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, სოსო ტყემელაძეა. ხუნდაძის თანაგუნდელი დავით კაჭარავა კი რაგბის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეა, საიდან გადაყენებასაც რაგბის გულშემატკივრები პეტიცით ითხოვენ.