ტელეგრამაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მეცნიერები მომავალში SARS-ის მსგავსი ვირუსების გავრცლების თავიდან ასაცილებლად ატარებდნენ კვლევებს. სწორედ ამის გამო იკვლევდნენ ღამურებში კორონავირუსებს და მათგან ადამიანის შესაძლო ინფიცირებას, კვლევები აჩვენებს, რომ არაერთ კორონავირუსს აქვს ადამიანებში გავრცელების პოტენციალი.
The Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ვირუსი სპეციალურად შექმნეს. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ კორონავირუსი ზოონოზურია და ცხოველებისგან მოდის. ტელეგრამები უპირობო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა იმ მოსაზრების დასამტკიცებლად, რომ კორონავირუსმა შემთხვევით, მაგრამ სწორედ უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებულ შეშფოთებას იზიარებს.
„ტელეგრამა გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი შეშფოთების საგანი იყო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევები, თუკი უსაფრთხოების წესებს სათანადოდ არ დაიცავდნენ“, – ამბობს სიაო ქიანგი, ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი.