საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, ჟურნალისტი იმედა დარსალია, რომელიც გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანობიდან გათავისუფლების შემდეგ „შავ სიებზე“ ალაპარაკდა, დღეს ამ სიას ასაჯაროებს.
ამასთან ერთად დარსალია ამბობს, რომ იბლოკებოდა სხვადასხვა თემა. მაგალითად:
„დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში;
დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა.
ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია – ვციტირებ”. – თქვა ჟურნალისტმა.