ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე გახდა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე აირჩიეს. მგელაძის გარდა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობდნენ  ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასიალაია და სალომე ცეცხლაძე.

გიორგი მგელაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარე იყო, ასევე ხელმძღვანელობდა ქარტიის მედიამონიტორთა ჯგუფს. მან ამ პოზიციაზე ნატა ძველიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.