დმანისის შესასვლელთან ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ - პირველი არხი

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ დმანისის შესასვლელთან კვლავ დაიძაბა ვითარება. როგორც ცნობილია, უსაფრთხოების მიზნით,  ქალაქ დმანისში შესასვლელი დროებით გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდული. შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა გადაადგილების შეზღუდვას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მომუშავე მედიის ცნობით, მოსახლეობა აგრესიული იყო ტელევიზიების გადამღები ჯგუფების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ გადამღებ ჯგუფს –  ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის გუშინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესად გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, ადგილობრივები არ იშლებიან და პერიოდულად კვლევა ხდება სიტუაციის გამწვავება.